მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ქალაქში აჯიოტაჟია შექმნილი.
ამის შესახებ მარნეულის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმატვ “პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს ოჯახში 15 წევრი ჰყავს და მტავრობას თხოვნით მიმართავს, მათ განსაკუთრებული ყურადრება მიაქციოს.
“პატარა ქუჩაა, რამდენიმე დღის წინ მგონი დედის წლისთავი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ყველას ვთხოვ, მთვრობას, მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს ამ ოჯახს. მარნეულში სერიოზული აჟიოტაჟი იყო. არ ვიცი ხვალ რა იქნება. ჩემი აზრით მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვა სწორი გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე მარნეულისთვის ძალიან მძიმე იქნება”,- განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ მარნეულში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ვირუსის ფართო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.
მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ისინი საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს ახორციელებენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.