“მიუხედავად იმისა, რომ ქართველები და იტალიელები ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს, მათ შორის იმით, რომ არ ვართ კანონმორჩილები, პედანტები და ვართ ლაღები, ჩვენ არ გავიმეორეთ იტალიის შეცდომები. იტალიაში შესაბამისმა ორგანოებმაც სილაღე გამოიჩინეს. ჩვენთან ხალხია ლაღი, ორგანოებმა არ გამოიჩინეს ეს სილაღე და მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცოდნენ ყველაზე კანონმორჩილები”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოს დირექტორი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
იტალიაში, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 53 578 ადამიანი. გარდაცვლილია 4 825, ხოლო გამოჯანმრთელებულია 6 072 პირი.
რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.