მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსს მთელ მსოფლიოში 12 944 ადამიანი ემსხვერპლა – ყველაზე მეტი ადამიანი ვირუსის შედეგად იტალიაში, ჩინეთსა და ირანში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით 53 578 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4825-ს აღწევს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.