მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას”, – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველო” დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. საგანგებო მდგომარეობას გააჩნია კონკრეტული შეზღუდვები, მას შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით, საგანგებო მდგომარეობა მკაფიოდ უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: პირველი – უნდა იყოს ვადაში გაწერილი, მეორე – უნდა იყოს ჩამოთვლილი კონრკეტული ღონისძიებები, თუ რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას”

დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ “ევროპული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტში სხდომა დღეს გაიმართება.

იტვირთბა....