მთავარი ციტატა

“ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება”

“შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რაც დღემდე ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები, ეს ყველაფერი სწორია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებაზე დ ამის მონიტორინგზე. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესის შეწყვეტა, ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, არის ეს სავაჭრო დაწესებულებები თუ სხვა დაწესებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მონიტორინგი. ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....