ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მომავალ 3-4 დღეში, ჩვენ გვეყოლება კიდევ გამოჯანმრთელებული ადამიანები” – ამირან გამყრელიძე

“მომავალ 3-4 დღეში, ჩვენ გვეყოლება კიდევ გამოჯანმრთელებული ადამიანები”, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“გაწერის სტანდარტი არის ასეთი, რომ 24 საათის განმავლობაში, ადამიანს ზედიზედ 2-ჯერ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. არ მინდა რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ გამოჯანმრთელებული ადამიანები გვეყოლება”, – უთხრა მედიას გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....