კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს “გალფის” ბენზინგასამართ სადგურთან შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.