მთავარი ციტატა

“ზიარების წესი უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება”

“ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება. სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ. ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება”.

იოანე გამრეკელი – მეუფე 

მეუფემ აღნიშნული განცხადება ზიარების რიტუალის წესის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “კოვიდ-19”-ის გამო, ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებს შორის, აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოს გადაწყვეტილებით, ეკლესიებში პირადი ლოცვების გარდა, ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყდება.

იტვირთბა....