ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა”- ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, არსებული გარემოებიდან მოსალოდდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

ირაკლი ჩიქოვანმა  აღნიშნული მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, მედიკოსები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დაინფიცირებულთა ზრდა მაქსიმალურად შეჩერდეს.

“სამწუხაროდ, ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაზე. ველოდებით, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს აკეთებს, რომ რაოდენობის ზრდის შეკავება მოხდეს მაქსიმალურად. მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა”,- განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოქალაქეები არ ემორჩილებიან, რაც საფრთხეს უფრო ზრდის.

საქართველოში დღეს ვირუსის ინფიიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ.

იტვირთბა....