aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამარშუტო ტაქსებზე შეზღუდვები ქალქთაშორის გადაადგილებასაც შეეხო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ გადაადგილებებისაგან და ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისგან,  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა გააჩნიათ, მუნიციპალური ტრანსპორტი საკმარისი იქნება.

” მეტრო და ჩვენი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ შეწყდეს ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქალაქთაშორის გადაადგილებას და მომსახურე სამარშუტო ტაქსებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ შეზღუდვა მათაც შეეხოთ და მგზავრებს აღნიშნული ტრანსპორტით ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება აღარ შეეძლებათ.

“სადაც მიკროავტობუსი გადაადგილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან იქნება შეზღუდული მიკროავტობუსი. დედაქალაქში დაახლოებით 1500- მდე მიკროავტობუსია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კორონავირუსის საფრთხე გაჩნდა და  საზოგადოებისთვის ჩვენი მხრიდან რეკომენდაციები  იქნა მიწოდებული, მაგალითად მეტროში 35 %- ით შემცირდა მგზავრთა მოძრაობა, ჩვენს ავტობუსებში  კი 30 %- ით”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, რაც შეეხებათ თბილისის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ გადაადგილებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი.

“ასევე უნდა იყოს დისტანციური მუშაობა. ჩვენ ვსაუბრობთ სახლში დარჩენაზე, ამ რეკომენდაციას იძლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. რაც შეეხება მათ, ვინც დისტანციურად ვერ მუშაობს, მათი გადაყვანა, ვთქვათ რუსთავიდან თბილისში მერიის ტრანსპორტით ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამასთან დაკავშირებით იგეგმება კონსულტაციები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

იტვირთბა....