ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ დეზინფექცია. აქ ჩვენ რისკების მართვა შეგვიძლია”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

იტვირთბა....