მთავარი ციტატა

“ჩვენ ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე”

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფაქტობრივად ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, როგორც მთავრობა, ასევე შესაბამისი სამიისტროები, ასევე ჩვენი მოქალაქეები. რაც მთავარია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკლებლივ ყველას  უნდა გვესმოდეს, ასევე  კომპანიებს და ყველა იურიდიულ პირს, რეკომენდაციები რომელიც გაიცემა მთავრობის მიერ არის სავალდებულო შესასრულებლად. ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშე”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ – მინისტრი

აღნიშნული განცხადება პრემიერმა საკოორდნიაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა დადასტურდა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.

იტვირთბა....