საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ბოლო მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ინფიცირებულთა რიცხვი კი კვლავ 33-ია.
შეგახსენებთ რომ, დღეს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სრულად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.