საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებული პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ სხდომაზე რურუას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა.
ცნობითსვის, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.