მთავარი ციტატა

“ქადაგიძის კანდიდატს მხარს ვერ დავუჭერთ და არც კენჭისყრაში მონაწილეობა მიგვაჩნია სწორად”

“ჩვენ მთლიანი პროცესის მიმართ სკეპტიკური პოზიცია ჯერ კიდევ მოსართლეობის კანდიდატების განხილვის დროს დავაფიქსირეთ. არაფერი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა შერჩეულია უსამართლოდ, არასწორად, მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურად მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ეს კი ვერ შეიცვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან მიმართებაში. ამიტომ ამ კანდიდატს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და არც კენჭისყრაში მონაწილეობა მიგვაჩნია სწორად”.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ის დეპუტატებს საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმას აცნობს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

იტვირთბა....