ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვენის რეისით თბილისში ჩამოფრენილ არცერთ მგზავრს ვირუსის სიმპტომი არ აღენიშნება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვენის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

არცერთ მგზავრს აღენიშნა ტემპერატურა და ვირუსის რაიმე სიმპტომი, თუმცა, ყველა მათგანი ვალდებულია, 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს.

მგზავრების ნაწილმა თვითიზოლაციაზე პირობების არქონის მიზეზით უარი თქვა, ისინი მედიკოსებმა კარანტინში გადაიყვანეს.

ვენიდან გვიან ღამით თბილისში 70-მდე მგზავრი ჩამოფრინდა.

იტვირთბა....