თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებულ სამივე შემთხვევაში, ინფიცირებულებს კონტაქტი უცხოელებთან, მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ჰქონდათ.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემა არ ყოფილა, როცა პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან იყვნენ კონტაქტში. სამივე კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყო. არაფერი კავშირი ადამიანებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც აქამდე იყო საუბარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულების რაოდენობა 33 გახდა.

