საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, კარანტინში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 73 პირი რჩება.

