ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოსული ხუთი პაციენტიდან ერთი საყურადღებოა”, – მარინა ეზუგბაია

“ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოსული ხუთი პაციენტიდან ერთი არის საყურადღებო”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ პირველი დღე იყო. შეფასდა კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად. ამ შეფასებით, ერთ-ერთის მდგომარეობა უფრო შედარებით მძიმეა, სადაც შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება. დღეს ჩატარდება მასთან კვლევები დინამიკაში მოხდება სუბიექტურ-ობიექტური და კლინიკური მონაცემების შეჯერება და შეფასება. ამის მიხედვით შეგვეძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურდა პროგრესირებს თუ ა.შ.“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი 5 პაციენტს დაუდასტურდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....