ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის პრევენციისთვის სომხეთსა და აზრერბაიჯანთან საზღვარი 10 დღით ჩაიკეტა

საქართველომ სომხეთსა და აზრერბაიჯანთან საზღვარი დროებით, 10 დღით ჩაკეტა. ამის მიზეზად კორონავირუსის პრევენცია სახელდება. როგორც ცნობილია, შეზღუდვა მხოლოდ მოქალაქეებზე მოქმედებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში შემოსვლის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება, მეზობელ ქვეყნებში გადასვლა კი ანალოგიურად მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებს შეეძლებათ.

საზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობებს შორის ორმხრივადაა მიღებული.

იტვირთბა....