20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით დაპატიმრებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები პროტესტით შეხვდნენ.
ბრალდებულის დედის განცხადებით, ის ბოლომდე იბრძოლებს შვილის გასანთავისუფლებად, რადგან თვლის, რომ მისი შვილის დაპატიმრება პოლიტიკური დაკვეთა იყო.
“პილიტიკური დაკვეთა იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემი შვილი იქიდან გამოვა. სიკვდილით ხომ არ სჯიან არაა, გარედან ვიბრძოლებ,”- განაცხადა რუსუდან თამლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მისმა ადვოკატმა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.