თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მისი ადვოკატის განცხადებით, ყველა საფუძველი არსებობს, რომ პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთი, სწორედ ამიტომ ის სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს და პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
“პროკურატურამ, ფაქტობრივად, დაასრულა ბრალდების მოწმეთა დაკითხვა, რაც აჩენს იმის საფუძველს, რომ პატიმრობა შეიცვალოს, რადგან ბრალდებული ვეღარ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას,”- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა”, – განაცხადა ბესიკ თამლიანის ადვოკატმა.