ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არაფერს ვმალავთ, დიახ, არის პანდემია, ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში განცხადება გაავრცელდა და თქვა, რომ ჟურნალისტებს დიდი როლი აქვთ კორონავირუსთან ბრძოლაში.

„მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას გიწოდებენ და ეს სწორედ ასეა. იმიტომ, რომ თქვენს ინფორმაციას, განსაკუთრებით, სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობამდე მიგაქვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში პანიკა არ იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაღალი სიფხიზლე, მაგრამ პანიკა არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია და არის ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ და ამაში ჟურნალისტები უნდა მოგვეხმაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....