საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო ჯამში, “კოვიდ-19”-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 25 გახდა.
მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 49 რჩება.