კარანტინში თუ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, მოცეკვავე თეა დარჩიამ YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილების ჩატარება უკვე დაიწყო.
„მთელ სამყაროს, დიდი სიყვარილით გთავზობთ YouTube ცეკვის გაკვეთილებს! სპეციალურად მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე ადამიანთათვის. ყველა იმ მაღალი თვითშეგნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანისთვის, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება, სპეციალურად თქვენთვის ჩავწერ ცეკვებს იუთუბარხზე. რომ იცეკვოთ, გაბედნიერდეთ, გახალისდეთ, არ მოიწყინოთ. ერთად ცეკვით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი“ – წერს თეა და ვიდეომიმართვას „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს.