ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, მას არ აშინებს, რომ კორონავირუსთან ჰქონდა შეხება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ აშფოთებს ფაქტი მისი კორონავირუსთან შემხებლობის.

„მოდით, ასე ვიტყვი: მე ეს არ მაშინებს“, განუხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში ირლანიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარაკართან შეხვედრისას.

ხუთშაბათს ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ბოლსონაროს მდივანს, ფაბიო ვაინგარტენს, კორონავირუსით დაავადება დაუდგინეს და ის ამჟამად სახლში იმყოფება კარანტინში.

ბრაზილიის პრესაში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ბოლსონაროც მეთვალყურეობის ქვეშაა.

ტრამპთან ბოლსონაროსა და ვაინგარტენის შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროსთან და ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, რომელსაც მას შემდეგ COVID-19-ის ინფექცია დაუდგინეს.

მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....