ბრაზილიელ მაღალჩინოსანს ფაბიო ვაჯნგარტენს, კორონავირუსი დაუდგინდა. “როიტერსის” ინფორმაციით, დაავადება განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.
ვაჯნგარტენი ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროსთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შესახებ აშშ-ს უკვე აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.