ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ შეიძლება, რომ ის რაც მოხდა ჩინეთში, ის რაც მოხდა ირანში ერთი ბარძიმიდან ზიარებას დავაბრალოთ” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსის გამო ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” ეთერში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მაინცდამაინც ზიარების წესზე კონცენტრირება, რომ აქედან შეიძლება იყოს საწყისი და ყველაზე დიდი გავრცელების საფრთხე ჯერ-ჯერობით მსგავსი რამ ისტორიის მანძილზე არ ყოფილა.

“არ შეიძლება, რომ ის რაც მოხდა ჩინეთში, ის რაც მოხდა ირანში ერთი ბარძიმიდან ზიარებას დავაბრალოთ. მრავალი სხვა ფაქტორები არსებობს, რომლის გათვალისწინებაც ძალიან მნინშვნელოვანია. ზიარებას რაც შეეხება ეს არის განუყოფელი ნაწილი იმ სიხარულისა, ღმერთთან მიახლოებისა, იმ იმდესა, რომელიც ჩვენ გვასულდგმულებს. რომლითაც ერთმანეთს მერე ვამხნევებთ და ვუზიარებთ ამ სიხარულს და ღმერთთან მიახლების სასწაულს. ამიტომ მაინცდამაინც ზიარების წესზე კონცენტრირება, რომ აქედან შეიძლება იყოს საწყისი და ყველაზე დიდი გავრცელების საფრთხე ჯერ-ჯერობით მსგავსი არც პრაქტიკაში გვაქვს ახლა და არც ისტორიის მანძილზე გვქონია. ამიტომ სხვა ყველა რეკომენდაციას გულდასმით მოვისმენთ და გავიზიარებთ.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....