ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კერძო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული სექტორები – ნუ ისარგებლებთ შემქნილი მდგომარეობით” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს და კერძო ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ და ფარმაცევტულ სექტორს მოუწოდებს, რომ არ ისარგებლონ შექმნილი მდგომარეობით.

შეიძლება, იყოს გარკვეული წამლების დეფიციტი. არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარული, ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა იმ საჭირო მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებაზე, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის საჭიროა,” – თქვა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....