ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე რჩება

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისათვის იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე რჩება.

ხუთ ადამიანს ანალიზები აუღეს და გამოკვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ისინი ღამით წყალტუბოდან თბილისისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, 10 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიიდან ჩამოსული მგზავრები 14 დღით სავალდებულო კარანტინში მოათავსეს. ბორტზე ჯამში 184-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

იტვირთბა....