თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებს 14 დღით სავალდებულო კარანტინში მოათავსებენ. ბორტზე ჯამში 184-მდე მგზავრი იმყოფება.