„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით, რა ხდებოდა რუსეთში, იცით, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. შევხედავთ რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“
ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება.