ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“ეკონომიკურ გუნდს ევალება, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა” – გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება.

„დღეს ჩვენი გამოწვევა და ვალდებულება არის, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, ასევე პრიორიტეტის, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებით შეიძლება, ჩვენს ეკონომიკას მიადგეს.

ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, მაგრამ დროებითი გამოწვევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი იყოს ეფექტიანი“,  – აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა წესების გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითიზოლაციის წესების აღსრულების კონტროლი დაავალა.

 

იტვირთბა....