„ყველა საკითხზე პრინციპულად შევთანხმდით, რამდენიმე ტექნიკური დეტალია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ოლქების განაწილებაზე პრინციპულად შეთანხმებული ვართ, მათ შორის იმაზე, თბილისს და რეგიონებს თუ რამდენი მანდატი ეკუთვნის. სხვა რეგიონებში გადათამაშება მოვახერხეთ და თბილისში რვა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება. თბილისში არის ექვსი შედარებით მსხვილი ადმინისტრაციული რაიონი, არის შედარებით ოთხი მცირე რაიონი და მოხდება ოთხი რაიონის დაწყვილება“
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქი იქნებოდა.