საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარებთან შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების სამუშაო ვარიანტი შეიმუშავეს.
ეს ვერსია შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისი – 7
იმერეთი – 4
აჭარა – 3
სამეგრელო – 3
კახეთი -3
ქვემო ქართლი – 3
შიდა ქართლი – 2
სამცხე ჯავახეთი – 2
მცხეთა მთიანეთი – 1
გურია – 1
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი-1
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.