ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოს სასტუმროში არსებულ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული

საქართველოს 97 მოქალაქე, რომლებიც წუხელ იტალიიდან სპეცრეისით ჩამოფრინდა, წყალტუბოს სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ.

სასტუმროში მოთავსებულ პირებს სამედიცონო პერსონალი აკვირდება.

შეგახსენებთ, წუხელ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა. მათგან 7 ადამიანს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომლებიც ინფექციური პროფილის კლინიკებში გადაიყვანეს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორისდ ერთ-ერთი 12 წლის მოზარდია. 

 

იტვირთბა....