ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიდან ტემპერატურა 7 ადამიანს დაუფიქსირდა

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიდანტემპერატურა 7 ადამიანს  დაუფიქსირდა, რომლებიც ინფექციური პროფილის კლინიკებში გადაიყვანეს.

გამყრელიძის განცხადებით, დანარჩენი სხვა მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ, სავალდებულო საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, საზღვარზე შემოწმებისას არანაირ კონფლიქტურ სიტუაციას ჰქონია ადგილი.

“იტალიიდან 2 თვითმფრინავით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ავიახაზებით, ჩვენი თანამემამულეები ჩამოვიდნენ, რადგან ფრენები შეწყდა იტალიასთან. დაახლოებით 150-მდე ადამიანი ჩამოვიდა. ისინი არიან იტალიის სხვადასხვა რეგიონებიდან. ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდა დადგენილი წესით ის პროცედურა, რაც საზღვარზე ტარდება.

ძალიან კარგია, რომ ამ ადამიანებთან არ ყოფილა არანაირი კონფლიქტური სიტუაცია. მათ იცოდნენ, რომ უნდა გაევლოთ 14-დღიანი კარანტინი. სიცხე, თუ არ ვცდები, დაუფიქსირდა 7 ადამიანს, რომლებიც გადაყვანილები არიან საგანგებო სამედიცინო დახმარების მიერ სტაციონარებში, თბილისის ჰოსპიტლებში. დანარჩენები გადაყვანილები იქნენ საკარანტინო ზონებში, საკმაოდ კომფორტულ პირობებში, სასტუმროები იქნა შერჩეული. ამაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი. ამ დაწესებულებებში, სადაც კარანტინს გაივლიან იქნება სამედიცინო მეთვალყურეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საერთო ჯამში, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია. 

იტვირთბა....