კორონავირუსით საქართველოში ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 12 წლის მოზარდი იმ 8 პირს შორის არის, რომელსაც ვირუსი ბოლოს დაუდასტურდათ.
დაინფიცირებულია ბავშვის ოჯახის 4 წევრიც, რომლებიც გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ისინი 28 თებერვლიდან თვით იზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტსა და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან არის კავშირში.
საერთო ჯამში, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული.