საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულის შესახებ ბრიფინგს 22:00 სთ-ზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კარანტინში126 ადამიანი იმყოფება, 46 კი სტაციონარში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.