ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნებულ ორ მოქალაქეს სიცხე აღენიშნება

გრიპი

იტალიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეციალური რეისით ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს დაბალი სიცხე აღენიშნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია მათ მგზავრმა მიაწოდა და უთხრა, რომ აეროპორტში შემოწმებისას, მას და დედამისს დაბალი სიცხე აღენიშნებოდათ. ამჟამად ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შეგახენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....