ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ერთ-ერთი პაციენტი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა.
“ერთი, ჩვენ საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცოდით, ის არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდე სამი დაინფიცირდა, პაციენტი, ნომერი ხუთისგან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში, ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი. ის ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშო შეასრულა, როგორც ამბობს, ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.