ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან, კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრობს.
“ახალი შემთხვევებიდან ერთი პირი ჩვენს საავადმყოფოში წევს, ეს არის პიროვნება რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ იმ ადამიანთან, ვისგანაც კიდევ სამი დასტურდება. ეს არის პაციენტი ნომერი ხუთი, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში. ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია. ის ასრულებდა თავის მოვალეობას, თვითონ როგორც ამბობს ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო. მაგრამ არავინ არ იცის, ლაპარაკით გადაედო თუ ფულით, ეს არის ვარაუდი.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ხუთი ადამიანი გამოვლინდა ახლა, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არის იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომლის ერთი წარმომადგენელი ჩვენთან წევს უკვე მე-8 დღეა. ახალგაზრდა ქალი რომელიც წევს ჩვენთან და მაშინვე დაუდასტურდა 7 დღის წინ, ესენი მაშინ იყვნენ გამოკვლეულნი და მაშინ არ დადასტურებულა.
ანუ ჩვენ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.