ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამორიცხული არ არის, საჭირო გახდეს მესამე სპეციალური რეისი იტალიიდან” – თამარ გაბუნია

“იტალიაში მგზავრების მოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, საჭირო გახდეს მესამე სპეციალური რეისის შესრულებაც” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები აგრძელებენ აღნიშნულზე მუშაობას.

“მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა სკრინინგი. ყველა მათგანი გაივლის 2-კვირიან კარანტინს. თუ რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომი, გადაიყვანენ ინფექციური პროფილის საავადმყოფოში”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.

იტვირთბა....