მთავარი ციტატა

“პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო და მისი შესრულების გარეშე შეთანხმება არ არსებობს”

„ამ მოლაპარაკებას უამრავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. როცა ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, რატომ არ უნდა გჯეროდეთ მათი? შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები მაინც და მაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ? პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო და მისი შესრულების გარეშე შეთანხმება არ არსებობს. ამიტომ, ხელისუფლებამ ყველა ის ვალდებულება უნდა შეასრულოს, რაც საკუთარი ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო”

რომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების ერთ- ერთი მთავარი ნაწილი პოლიტიკური რეპრესიების წყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის.

იტვირთბა....