ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა

საარჩევნო მოდელზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია – ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

საბოლოოდ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

შეთანხმების მონაწილეთა თქმით, საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ორივე მხარის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

იტვირთბა....