ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოვლინდა

ახალი კორონავირუსი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კვიპროსში დაფიქსირდა. დაავადებულია ორი პაციენტი. ორივე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

დაინფიცირებულიდან ერთ-ერთ ინფიცირებული 25 წლის მამაკაცია, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ხოლო მეორე 64 წლის ექიმი, რომელიც კვიპროსში 3 მარტს დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.

დღეის მდგომარეობით, ახალ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 3 990 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 63 662 ადამიანი განიკურნა. ხოლო, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსით 113 710 ადამიანია დაინფიცირებული.

იტვირთბა....