საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსი პარლამენტი არცერთ წევრს აქვს დადასტურებული.
თალაკვაძის თქმით, ყველა თანამშრომელი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციებს ასრულებს.
ხოლო, სამომავლოდ პარლამენტის რომელიმე წევრს ინფექცია დაუდასტურდება, ისინი შესაბამისი წესებით იმოქმედებენ.
“ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისად არავინ არის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ პროფილაქტიკური ზომები, მუშავდება ზედაპირები და ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურებს ჰქონდა.
თუ მომავალში ვინმე იქნება რისკჯგუფში ან ვინმეს დაუდასტურდება ინფექცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესებით ვიმოქმედებთ,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას შესაძლო დაინფიცირების შესახებ, დეპუტატმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.