ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოთარ დანელიას ინფორმაციით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითიზოლაციაში რჩება

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამის შესახებ დანელია სოციალურ ქსელში წერს.

დანელიას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ტესტის პასუხი უარყოფითია, ის 19 მარტამდე  თვითიზოლაციაში დარჩება.

დანელიას თქმით, მან კორონავირუსზე ანალიზი მას შემდეგ ჩაიტარა, როცა სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს ახალი ტიპის ვირუსი დაუდასტურდა.

“მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიდაან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია.

ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს!”-წერს ოთარ დანელია “ფეისბუქზე”.

იტვირთბა....