aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ფიტნეს დარბაზი და აუზი: პაატა იმნაძემ განმარტა რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ინფექცია გადამდებია როცა ხელს სახეზე მიიდებთ. მისი თქმით, ხელიდან პირდაპირ დაინფიცირება არ ხდება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს ვირუსი ორგანიზმში ხვდება.

“ხელის დაბანა არის დეზინფექცირების ყველაზე კარგი საშუალებაა. ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ“, – განაცხადა იმნაძემ “იმედის” ეთერში.

იმნაძემ ფიტნეს დარბაზებში ვირუსის გადადების საშიშროებაზეც ისაუბრა.

თუკი სავარჯიშო ხელსაწყოები ერთად დგას, მაშინ ეს ხელსაწყოები ერთმანეთს უნდა დააშორონ. თუ ვინმემ დაახველა, ხელი მიიფარა და შემდეგ ხელსაწყოს მოკიდა ხელი, აქ რისკი, რა თქმა უნდა არსებობს. რაც შეეხება აუზებს, იქ წყალის დეზინფექცია ქლორით ხდება. ამიტომ რეკომენდაცია აუზების უსაფრთხოებაზე ჯერ არ გავრცელებულა“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახალ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 3 990 ადამიანი ემსხვერპლა., ხოლო 63 662 ადამიანი განიკურნა. ხოლო, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსით 113 710 ადამიანია დაინფიცირებული.

იტვირთბა....