ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახალ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 3 990 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 63 662 ადამიანი განიკურნა. ხოლო, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსით 113 710 ადამიანია დაინფიცირებული.
ვირუსს 3 024 ადამიანი ემსხვერპლა კონტინენტურ ჩინეთში, 463 იტალიაში, 237 კი ირანში.
ჩინეთში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.
ბოლო 24 საათში, ჩინეთში ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა, 19 დაინფიცირდა, 1 297 კი გამოჯანმრთელდა.